თამარ ჩერგოლეიშვილი: რაც დრო გავა, მეტად მიხვდებით რატომ გვბლოკავდა სააკაშვილი. ვინც მისთვის ეს უზნეო დავალებები ასრულა გამორჩენის მიზნით და ქართველ ხალხს არჩევანს უმალავდა და ართმევდა, ყველა გაპარტახდება

„მეგობრებო, რაც დრო გავა, მეტად მიხვდებით რატომ გვბლოკავდა სააკაშვილი მეინსტრიმიდან“- წერს „ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

„მეგობრებო, რაც დრო გავა, მეტად მიხვდებით რატომ გვბლოკავდა სააკაშვილი მეინსტრიმიდან.

ჩვენს შინაარს შეხედეთ - გადაჯეგილია ყველა სოცმედია. 

ეს შინაარსი რომ ტელემედიაში იყოს, ჩვენთან სამართლიან კონკურენციას ვინ გაუძლებდა? ვერავინ! ამიტომაც გააპარტახა მთელი მისი გარემოცვა ჩვენი დაბლოკვის მოთხოვნით. 

მაგრამ ეს წვალებაც ამაოდ დარჩება და ვინც მისთვის აი ეს უზნეო დავალებები ასრულა გამორჩენის მიზნით და ქართველ ხალხს არჩევანს უმალავდა და ართმევდა, ყველა გაპარტახდება.

როცა პირველად დამაშანტაჟეს - 2015 წელს, სააკაშვილის კრიტიკა შეწყვიტე, თორემ დაგბლოკავთო - აი მაშინ დავიგაზე რომ ასე მომხდარიყო, და ასე მოხდება. 

შანტაჟს ასე ვპასუხობთ ფედერალისტები!“- წერს ჩერგოლეიშვილი.