მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ეკატერინე სურმავამ მონაწილეებს სააგენტოს მიზნები, სერვისები და პროგრამები გააცნო.

დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას, ასევე სასტუმრო-სარესტორნო სფეროში კვალიფიციური კადრების მოძიებისა და პროფესიული გადამზადების მნიშვნელობას.

შეხვედრას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერვაძე და გიორგი ბუნტური ესწრებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღნიშნული ფორმატის საინფორმაციო შეხვედრა პირველად გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი პარტნიორებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონში შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების, დამსაქმებელთა საჭიროებებისა და დასაქმების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ.

მსგავსი შეხვედრები სააგენტოს საშუალებას აძლევს, რეგიონების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები და სერვისები კიდევ უფრო ეფექტიანად დაგეგმოს და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა გააძლიეროს.

ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.