ზვიად გაბისონია ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ხულოს საგამოცდო ცენტრში გაეცნო

ზვიად გაბისონია ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ხულოს საგამოცდო ცენტრში გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ხულოს საგამოცდო ცენტრში გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

ზვიად გაბისონიასთან ერთად ცენტრში იმყოფებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მიხეილ დარახველიძე.

ინგლისური ენის გამოცდას ქვეყნის მასშტაბით 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს, მათგან ხულოს საგამოცდო ცენტრში 100-მდე აპლიკანტია რეგისტრირებული.

საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც აღჭურვილია გაგრილების სისტემით.

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდები, ტრადიციულად, ორ სესიად ტარდება. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.