ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა, ამ საკითხს ანკარაში, ნატო-ს სამიტზე განვიხილავთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა, ამ საკითხს ანკარაში, ნატო-ს სამიტზე განვიხილავთ

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ღამის განმავლობაში უკრაინაზე განხორციელებულ იერიშებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეუტია.

მისივე თქმით, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რასაც ის პარტნიორებთან ერთად ანკარაში, ნატო-ს სამიტზე განიხილავს.

„გუშინ ღამით რუსეთის რეჟიმმა კიდევ ერთხელ ბრმად შეუტია მშვიდობიან მოსახლეობას ჰაერიდან, დედაქალაქზე 400-ზე მეტი დრონითა და რაკეტით განახორციელა თავდასხმა. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა. მიმდინარე კვირაში ამ საკითხს ანკარაში, ნატო-ს სამიტზე განვიხილავთ. გასულ კვირას ჩვენ გამოვყავით პირველი ოთხი მილიარდი ევრო ჩვენი 90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში, რათა გაძლიერდეს უკრაინის თავდაცვის სისტემა უპილოტო საფრენი აპარატების თანამედროვე ტექნოლოგიებით. მალე კიდევ უფრო მეტი იქნება. და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა უახლოეს დღეებში სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას მივაღწიოთ. გავაგრძელებთ ზეწოლის გაზრდას, ვიდრე რუსეთი სისხლისღვრას არ დაასრულებს“, – აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ კიევის დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა.