საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბომბარდირები – ნაცვლიშვილიდან შენგელიამდე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბომბარდირები – ნაცვლიშვილიდან შენგელიამდე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთი ოვერტაიმში 91:89 დაამარცხა. ამ მატჩში დაფიქსირდა ისტორიული რეკორდი. თორნიკე შენგელიამ 37 ქულა ჩააგდო და ერთით გადაასწრო ზაზა ფაჩულიასა და მაიკლ დიქსონს.

საინტერესოა, რომ 30-ქულიან ზღვარს პირველად ვახტანგ ნაცვლიშვილი ასცდა, რომელმაც 1997 წელს თურქეთს კინაღამ მარტომ მოუგო – 33 ქულა. ამ რეკორდმა 14 წელი იარსება, ვიდრე 2007-ში ზაზა ფაჩულიამ არ მოხსნა. ზუსტად ათ წელიწადში იგივე გაიმეორა მაიკლ დიქსონმა.

თორნიკე შენგელიას 37-ქულიანი რეკორდი კი განსაკუთრებული იმიტომაც იყო, რომ საქართველოს ნაკრებმა 22-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ესპანეთი დაამარცხა.

„37 ქულა სასიამოვნოა, მაგრამ არასოდეს ვუყურებ პირად სტატისტიკას. როდესაც ამ რიცხვს გაიხსენებენ, აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვან გუნდის დამსახურებას“, – ასეთი იყო შენგელიას კომენტარი.