სომხეთში ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მისი წინასწარი პატიმრობის საკითხი განიხილება
სომხეთში ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანმა, საგამოძიებო კომიტეტი ხუთი საათის შემდეგ დატოვა.
„ბრალდებები სრულიად შეთითხნილია, ეს არის ტყუილი, ფარსი, ყველაფერი გაირკვევა“, – განუცხადა წარუკიანმა საგამოძიებო უწყების წინ შეკრებილ ხალხს, რომელიც სკანდირებდა: „ჩვენ შენთან ვართ, წარუკიან“.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მისი წინასწარი პატიმრობის საკითხი განიხილება. აღსანიშნავია, რომ წარუკიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა სასამართლოში ღამით წარადგინეს.
6 ივლისს საგამოძიებო კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომიტეტის ეკონომიკური დანაშაულებისა და კონტრაბანდის გამოძიების მთავარი სამმართველოს მიერ წარმოებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მტკიცებულებებია მოპოვებული, რაც მიუთითებს, რომ გაგიკ წარუკიანის მიერ ორგანიზებულმა რამდენიმე პირმა, სავარაუდოდ, 2022-დან 2024 წლამდე მასშტაბური თაღლითობა და ფულის გათეთრება ჩაიდინა. წარუკიანის ადვოკატმა ბრალდებებს აბსურდული და სასაცილო უწოდა.