დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში სეზონური ყვავილები დაირგო
დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში სეზონური ყვავილები დაირგო და ქალაქს კიდევ უფრო მეტი ფერი შეემატა. სკვერები, ქუჩები, გამზირები და რეკრეაციული სივრცეები ზაფხულის მრავალფეროვანი ყვავილებით მოირთო.- ნათქვამია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ.
სეზონური ყვავილები მხოლოდ ქალაქის იერსახეს არ ალამაზებენ, ისინი ურბანულ გარემოს განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ და სივრცეებს უფრო მიმზიდველსა და მოვლილს ხდიან.
თბილისის გამწვანებასა და გალამაზებაზე ზრუნვა ყოველდღიური პროცესია, რომლის მიზანიც ქალაქში უფრო მოწესრიგებული, ფერადი და სასიამოვნო გარემოს შექმნაა.
გავუფრთხილდეთ ჩვენს საერთო სივრცეებს — ეს სილამაზე თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.