ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება
ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩიდან მონადირის ქუჩის გავლით, ანტონ II კათალიკოსის ქუჩის ჩათვლით, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული სამუშოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის საფარი მოწესრიგდება.
მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბენდელიანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტი, რომლის ღირებულება 692 800 ლარია, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.