სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანა ბრნავიჩი: ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის ნამდვილი პარტნიორები და მხარდამჭერები. შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთისგან და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება
ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის ნამდვილი პარტნიორები და მხარდამჭერები, - განაცხადა სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანა ბრნავიჩმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, პარლამენტები მხოლოდ კანონების მიმღები ინსტიტუტები არ არიან. ისინი, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიული დიალოგის ფორუმებია.
„ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის ნამდვილი პარტნიორები და მხარდამჭერები; შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთისგან და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. პარლამენტები მხოლოდ კანონების მიმღები ინსტიტუტები არ არიან. ისინი, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიული დიალოგის ფორუმებია — პოლიტიკური ანგარიშვალდებულების ქვაკუთხედი, ადგილი, სადაც რეფორმები დემოკრატიულ ლეგიტიმაციას იძენს. ძლიერი პარლამენტების გარეშე ვერ იარსებებს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. ხოლო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების გარეშე ვერ იქნება წარმატებული ევროპული ინტეგრაცია“, - აღნიშნა ანა ბრნავიჩმა.