თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ მას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე, სასჯელი ერთი მესამედით შემცირდა და საბოლოოდ 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე ბრალდებული, დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას და წამებას უწევდა ორგანიზებას და ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულებზე.