მარტა კოსი – სომხური გარგრისგან ჯემი მოვამზადე, გარგარი იმ ცვლილების სიმბოლოა, რომელიც დღეს სომხეთში მიმდინარეობს

მარტა კოსი – სომხური გარგრისგან ჯემი მოვამზადე, გარგარი იმ ცვლილების სიმბოლოა, რომელიც დღეს სომხეთში მიმდინარეობს

ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგრისგან მოვამზადე, გარგარი იმ ცვლილების სიმბოლოა, რომელიც დღეს სომხეთში მიმდინარეობს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, გასულ თვეში, სომხეთში ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პარტიებს, რომლებიც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობას ემხრობიან.

„რუსეთი ცდილობდა არჩევნებზე გავლენის მოხდენას სომხური ხილისა და ყვავილების იმპორტის შეზღუდვით. საპასუხოდ, ევროკავშირმა სომხეთს ხელი შეუწყო და თავისი ბაზარი ამ პროდუქციის დიდი ნაწილისთვის გახსნა. სწორედ ამიტომ, როდესაც გასულ კვირაში სომხეთში ვიყავი, ბრიუსელში სომხური გარგრით დიდი კალათით დავბრუნდი. მათი დიდი ნაწილი მეგობრებს ვაჩუქე, დარჩენილი კი ჯემად ვაქციე. მეგობარმა ჯემს შეხედა და თქვა: „თავისუფლების ქილები“. ვფიქრობ, ეს ლამაზი ნათქვამია. სუპერმარკეტში წასვლისას, ყურადღება მიაქციეთ სომხურ გარგარს, ქლიავს ან ალუბალს. ეს არის შესაძლებლობა, მცირედით დაეხმაროთ სომეხ ფერმერებს და მხარი დაუჭიროთ მათი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს“, – წერს მარტა კოსი.