ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, საჰაერო დარტყმების შემდეგ, აშშ "ურთიერთგაგების მემორანდუმის სერიოზულ დარღვევაში" დაადანაშაულა

ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, საჰაერო დარტყმების შემდეგ, აშშ "ურთიერთგაგების მემორანდუმის სერიოზულ დარღვევაში" დაადანაშაულა

ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა, საჰაერო დარტყმების შემდეგ, აშშ „ურთიერთგაგების მემორანდუმის სერიოზულ დარღვევაში“ დაადანაშაულა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, ღალიბაფმა, რომელიც ასევე ირანის პარლამენტის თავმჯდომარეა, ჩამოთვალა რამდენიმე პუნქტი, რომლებიც, მისი თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის საომარი მოქმედებების დროებით შეჩერების შესახებ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევას წარმოადგენს.

მათ შორის არის: ირანის შეთანხმებების დარღვევა ჰორმუზის სრუტეში; ახალი დარტყმების მუდმივი მუქარა და ნავთობზე სანქციების განახლება.

მედიის ცნობით, ღალიბაფის პოსტი შემდეგი სიტყვებით სრულდება: „დაშინებისა და გამოძალვის ერა დასრულდა. ეს არაფერს მოიტანს. ჩვენ არ დავნებდებით“.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გამავალ სავაჭრო გემებზე თავდასხმების საპასუხოდ, საჰაერო დარტყმები განახორციელა.