ტრამპი: ჰორმუზის სრუტე პარასკევს, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაიხსნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე პარასკევს, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაიხსნება.
„პარასკევს ხელი მოეწერება შეთანხმებას, სრუტე ნაღმებისგან გაიწმინდება და ნავთობი კვლავ თავისუფლად იდენს როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის!“ - განაცხადა ტრამპმა.