„სიენენი“ – პიტ ჰეგსეტმა ისრაელში ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე გააუქმა

„სიენენი“ – პიტ ჰეგსეტმა ისრაელში ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე გააუქმა

აშშ-ს ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ვიზიტი მას შემდეგ გაუქმდა, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ისევ დაიძაბა.

„სიენენის“ ცნობით, ჰეგსეტის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ეხებოდა ისრაელის შეშფოთებას თურქეთისთვის F-35 გამანადგურებლების პოტენციურ მიყიდვასთან დაკავშირებით, რაზეც დონალდ ტრამპმა ანკარაში ნატო-ს სამიტზე ისაუბრა.

ეს პიტ ჰეგსეტის ისრაელში პირველი ოფიციალური ვიზიტი უნდა ყოფილიყო ომის მდივნის რანგში. მას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბეიამინ ნეთანიჰუსთან, ასევე ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან.