87 წლის კაცი რუმინეთის უხუცესი აბიტურიენტი გახდა

87 წლის კაცი რუმინეთის უხუცესი აბიტურიენტი გახდა

რუმინეთის ქალაქ იასში 87 წლის პენსიონერმა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საბუთები შეიტანა და ყველაზე ხანდაზმული აბიტურიენტი გახდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ვიორელ პინტილესკუმ, რომელიც 1939 წელს დაიბადა, „იონ იონესკუ დე ლა ბრედის“ სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა. მან აგრონომიულ ფაკულტეტზე „ბიოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამა აირჩია.

„არ შეიძლება ადამიანი სულელი მოკვდეს, ასე თუ შეიძლება ითქვას... განსაკუთრებით მაშინ, თუ ის იასიდანაა. სამარცხვინო იქნებოდა უნივერსიტეტში არ ჩაბარება, რადგან, პირველ რიგში, იასი კულტურის აკვანია და მე შევძლებ ჩემი ცოდნის გამდიდრებას. ეს ბევრად სჯობს უბრალოდ წოლასა და ძილს. უნივერსიტეტი ძალიან სწორი საქმეა“, - განუცხადა კაცმა ჟურნალისტებს.

პენსიონერმა აღნიშნა, რომ კოლეჯის დამთავრება ვერ მოახერხა, თუმცა ეს ძალიან უნდოდა. საშუალო სკოლა მან თითქმის 60 წლის წინ დაასრულა. ამის შემდეგ პინტილესკუ ჯარში გაიწვიეს, სადაც 35 წელი იმსახურა.

აბიტურიენტმა ასევე დასძინა, რომ თანაკურსელებთან ასაკობრივი სხვაობა საერთოდ არ აწუხებს, მიღების შემთხვევაში კი ლექციებს დიდი სიამოვნებით დაესწრება. პინტილესკუმ მეუღლე 6 წლის წინ დაკარგა, ამიტომ გადაწყვიტა ისეთი საქმე ეპოვა, რაც მარტოობის გადატანას გაუადვილებდა.