ტრამპი: გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და არა დანიისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და არა დანიისთვის.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ დანია დაიპყრო, ხოლო დანიელებმა ამერიკას სთხოვეს გრენლანდიისთვის მიეხედათ. როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, აშშ-მა კუნძული დანიას დაუბრუნა, რითაც შეცდომა დაუშვა.
„გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და არა დანიისთვის. სინამდვილეში, როცა ნაცისტებმა დანია ერთ დღეზე ნაკლებ დროში დაიპყრეს, ჰიტლერმა ისინი დაამარცხა, მათ გვთხოვეს მიგვეხედა გრენლადიისთვის. ჩვენ ავიღეთ გრენლანდია და შემდეგ სულელურად დავუბრუნეთ. არ უნდა დაგვებრუნებინა, იმიტომ რომ ერთადერთი ვართ, ვისაც ის გვჭირდება. ჩვენ ის მსოფლიოს და არა მხოლოდ შეერთებული შტატების დასაცავად გვჭირდება“, - განაცხადა ტრამპმა.