შემოსავლების სამსახურში მიმდინარე სიახლეებს გადასახადის გადამხდელები ონლაინ ფორმატში გაეცნენ

შემოსავლების სამსახურში მიმდინარე სიახლეებს გადასახადის გადამხდელები ონლაინ ფორმატში გაეცნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო მიმართულებით განხორციელებული სიახლეები ონლაინ ფორმატში გააცნეს.

აღნიშნულ შეხვედრას 150-მდე დაინტერესებული პირი ესწრებოდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს :

ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 14 მაისის N142 საჯარო გადაწყვეტილება - სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი ცალკეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხების შესახებ;

ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 14 მაისის N143 საჯარო გადაწყვეტილება - „ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე“; 

ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის N147 საჯარო გადაწყვეტილება „გაცვლის ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე, ამ ოპერაციის ფარგლებში უძრავი ნივთის მიწოდებისას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 7 ივნისის N195 საჯარო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

დღგ-ს ჩათვლა/პროპორციული ჩათვლა;

პირის მიერ, საწარმოს წილის სანაცვლოდ აქტივების გადაცემის და საწარმოს ლიკვიდაციისას, კაპიტალის შემცირებისას, ან აქციის/წილის გამოსყიდვისას, პარტნიორზე ნატურალური ფორმით განხორციელებული განაცემის დაბეგვრა;

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, ნებადართული საქმიანობის განსაზღვრა;

დასკვნით ნაწილში შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული ელექტრონული პორტალის - https://www.rs.ge/Meetingsspace 

 ,,შეხვედრების სივრცე" დახმარებით, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები, მომავალშიც გაგრძელდება.