აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილმა თანამშრომლებს პირველი მოადგილე ირაკლი ხუბულავა და თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ დუნდუა წარუდგინა

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილმა თანამშრომლებს პირველი მოადგილე ირაკლი ხუბულავა და თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ დუნდუა წარუდგინა

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილმა თანამშრომლებს პირველი მოადგილე ირაკლი ხუბულავა და თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ დუნდუა წარუდგინა.

ირაკლი ხუბულავას აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბიუროს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ იურისტი ნუგზარ დუნდუა დაინიშნა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობდა.

ლაშა მოძღვრიშვილმა ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ პირებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი პროფესიული გამოცდილება და კომპეტენცია ბიუროს საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვას შეუწყობს ხელს.