უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომელთა მიხედვითაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ 90 დღით, ანუ მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამრიგად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია უკვე მეოცედ გახანგრძლივდა.
მანამდე შესაბამისი კანონები უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა. საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების კანონს მხარი 313-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო საყოველთაო მობილიზაციის გაგრძელების კანონს - 311-მა პარლამენტარმა.