ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, 55 წლამდე კაცს 70 წლამდე კაცმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მკვლელობის მოტივი და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.