იემენის მედიის ცნობით, საუდის არაბეთის სამხედრო ავიაციამ იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტის ტერიტორია დაბომბა

იემენის მედიის ცნობით, საუდის არაბეთის სამხედრო ავიაციამ იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტის ტერიტორია დაბომბა

საუდის არაბეთის სამხედრო ავიაციამ იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტის ტერიტორია დაბომბა. ადგილობრივი მედიის თანახმად, აეროპორტში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.

იემენელი შიიტი „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა იაჰია სარეამ განაცხადა, რომ სანაას საერთაშორისო აეროპორტზე საუდის არაბეთის აგრესია უპასუხოდ და დაუსჯელი არ დარჩება.

იემენის მედიის თანახმად, სარეამ აღნიშნა, რომ უსამართლო და აშკარა აგრესიის აქტით, „მტრული საუდის არაბეთის არაერთი საჰაერო დარტყმა განხორციელდა სანას საერთაშორისო აეროპორტზე, რითაც დეესკალაციის ფაზა დასრულდა და თავად უნდა იტვირთოს აგრესიის შედეგები“.