ტრამპი ირანზე: ახლა ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ყოველ ჯერზე, როდესაც დრონებს უშვებენ მკაცრ პასუხს ვცემთ

ტრამპი ირანზე: ახლა ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ყოველ ჯერზე, როდესაც დრონებს უშვებენ მკაცრ პასუხს ვცემთ

ახლა ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მათი სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურებულია. საჰაერო თავდაცვის სისტემებიც აღარ აქვთ. გუშინ ღამით მათ ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენეთ. ყოველ ჯერზე, როდესაც დრონებს უშვებენ, მკაცრ პასუხს ვცემთ - განაცხადა  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას.

"ახლა ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მათი სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურებულია. საჰაერო თავდაცვის სისტემებიც აღარ აქვთ. გუშინ ღამით მათ ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენეთ. ყოველ ჯერზე, როდესაც დრონებს უშვებენ, მკაცრ პასუხს ვცემთ.

ჩვენ მათთან შეთანხმებაც გვქონდა, თუმცა ამის შესახებ თითქმის არავინ იცის. შეთანხმება უკვე საბოლოოდ გაფორმებული იყო, მაგრამ მათ ის დაარღვიეს. ისინი ყოველთვის არღვევენ შეთანხმებებს. ამ ხალხთან უკვე ათი შეთანხმება გვქონდა და ყოველ ჯერზე იგივე მოხდა.

ამიტომ მათზე ძალიან ძლიერ ზეწოლას გავაგრძელებთ. ჰორმუზის სრუტეს გავაკონტროლებთ და, ალბათ, მის უსაფრთხოებასაც ჩვენვე უზრუნველვყოფთ. შეიძლება საკუთარ თავს "სრუტის მცველიც" კი ვუწოდოთ, ან "სრუტის მფარველი ანგელოზი".

ამისთვის შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა მივიღოთ. თუ ამას ვაკეთებთ, ხარჯები უნდა აგვინაზღაურდეს, რადგან სხვა ქვეყნები ძალიან მდიდრები არიან და ამ საკითხში ჩვენს მხარეს დგანან. არ შეიძლება, ეს ყველაფერი უსასყიდლოდ გავაკეთოთ, როგორც ამას მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით.

ჩვენ ჰორმუზის სრუტეს დაახლოებით 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვიცავდით და ამისთვის ჩვენთვის არასდროს გადაუხდიათ. სხვები ამით დიდ სარგებელს იღებდნენ, ხოლო შეერთებული შტატები არაფერს იღებდა. გასაკვირია - სრუტეს უფასოდ ვიცავდით. ახლაც დავიცავთ, მაგრამ ამჯერად ამისთვის დიდ თანხას მივიღებთ. ჩვენ მხოლოდ იმ ხარჯების ანაზღაურებას ვითხოვთ, რასაც ამ მისიის შესრულებისას ვწევთ და იმ რისკისთვის, რომელსაც ჩვენი სამხედროები იღებენ.

თუმცა, რეალურად, ჩვენ ადამიანებს საფრთხეში კი არ ვაგდებთ, არამედ მათ სიცოცხლეს ვიცავთ. და კიდევ ერთი რამ გახსოვდეთ - მათ 52 000 მომიტინგე მოკლეს,"- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.