გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანს კავკასიაში, ანიეს ქოთუს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებულ თემებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო კომიტეტსა და სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურის ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებებზეც.