ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინება შევიდა, რომ პაციენტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. რთული რელიეფის გამო, მისი ავტომობილით დროულად ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო.

„სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. 

მეხანძრე-მაშველებმა პაციენტი თბილისში უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა კი პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.