ილონ მასკი: დიდი ბრიტანეთი პოლიციურ სახელმწიფოდ იქცა
პლატფორმა X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილი აკრძალვა, რომელიც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას ზღუდავს, არის „მგელი ცხვრის ტყავში“.
საკუთარ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა: „ცენზურის ეს კანონი მგელია ცხვრის ტყავში. რეალური მიზანი კი ის არის, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ყველას თვალთვალის შესაძლებლობა მიეცეს“.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო „პოლიციურ სახელმწიფოდ“ იქცა.
სხვა ლიდერებმაც, მათ შორის პარტია Reform UK-ის ხელმძღვანელმა ნაიჯელ ფარაჟმა, განაცხადეს, რომ ეს აკრძალვა „ციფრული ID-ის შემოვლითი გზით შემოღებას ნიშნავს“.