ჯეი დი ვენსი: აშშ მზად არის ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს, თუ თეირანი თავის ვალდებულებას შეასრულებს

ჯეი დი ვენსი: აშშ მზად არის ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს, თუ თეირანი თავის ვალდებულებას შეასრულებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ მზად არის „ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს“, თუ თეირანი „თავის ვალდებულებას შეასრულებს“.

„ეს შეთანხმება რეალურად ორმხრივია: ერთი მხრივ, იგი იძლევა გარანტიას, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი, ხოლო, ამავდროულად, ხსნის ჰორმუზის სრუტეს“, - განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა CBS-თან საუბრისას.

„თუ მზად ხართ შეასრულოთ თქვენი ვალდებულება და დაუშვათ თქვენი ბირთვული პროგრამის რეალური ინსპექტირება, მაშინ ჩვენ კვლავ მიგიღებთ გლობალურ ეკონომიკაში“, - დასძინა მან ირანის მისამართით.

„ვფიქრობ, დონალდ ტრამპს სურს, ფურცელი გადაუშალოს აშშ-სა და ირანს შორის არსებულ 47-წლიან წარუმატებელ ურთიერთობებს, თუმცა ეს ირანელების მხრიდან გარიგების თავიანთი ნაწილის რეალურად შესრულებას მოითხოვს“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.