ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდნენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტურად მყოფ, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდნენ, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვარლამ წიკლაურმა სტუმარს ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე, დაგეგმილი და განხორციელებული მასშტაბური პროექტები გააცნო. ასევე, ისაუბრეს დანერგილ სერვისებზე და პროგრამებზე.