რუსთავში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების ახლით ჩანაცვლების და მოდერნიზაციის პროგრამა გრძელდება
რუსთავში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების ახლით ჩანაცვლების და მოდერნიზაციის პროგრამა გრძელდება.
ამ ეტაპზე, სამუშაოები 15 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს.
უახლოეს პერიოდში, ლიფტების განახლება კიდევ 15 მისამართზე დაიწყება.
მიმდინარე წელს, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება ჯამში, 130 სხვადასხვა მისამართზეა დაგეგმილი.
მრავალბინიან კორპუსებში, ლიფტების ახლით ჩანაცვლების და მოდერნიზაციის პროექტის მიზანი საცხოვრებელი შენობების ინფრასტრუქტურის განახლება და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.
პროგრამის დაწყებიდან დღემდე, რუსთავში, ახალი თანამედროვე ლიფტი უკვე 522 მისამართზე მოეწყო.