აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრას, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები - ილია ვერძაძე და მინდია დიასამიძე, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ცოტნე ანანიძემ  საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ადამიანური ურთიერთობები, საერთო ისტორიული გამოცდილება და დიპლომატიური თანამშრომლობა,  ჩვენი პარტნიორობის მყარ საფუძველს ქმნის. მოხარული ვარ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, ქვემო სილეზიის სეიმიკსა და მარშალის ოფისს  შორის თანამშრომლობა უკვე მრავალი წელია წარმატებით ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

მოგვიანებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა, ზურაბ ჭურკვეიძემ სტუმრებს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის სპეციფიკა, სტრუქტურა, ასევე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები გააცნო. შეხვედრას უმაღლესი საბჭოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა სტუმრებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი დაათვალიერებინეს, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ საჭირო ინფორმაცია და შეხვდნენ დეპუტატებს.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.

ქვემო სილეზიის სეიმიკისა და მარშალის ოფისის სტრუქტრურული ერთეულების წარმომადგენლები აჭარაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან. დელეგაციის წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს ეწვევიან და სამუშაო შეხვედრებს  გამართავენ ოფიციალურ პირებთან, ასევე დაათვალიერებენ რეგიონის ღირსშესანიშნაობებს.