ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ესპანეთის ჩრდილოეთით, არაგონის რეგიონში ტყის ხანძარი მძვინვარებს. იწვის 4 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ხანძარი დასახლებულ რაიონებს მიუახლოვდა, 4 ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ქალაქ ორესიდან 400-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს, სტიქიას მეხანძრეებთან ერთად ავიაციაც ებრძვის.