სერბეთის პრეზიდენტი: მჯერა, სერბეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნება, ვიდრე დღეს არის
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს სერბეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. ალექსანდრ ვუჩიჩმა ოფიციალური შეხვედრების ვიდეოკადრები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა უფრო გაღრმავდება, ხოლო ეკონომიკური ურთიერთობები გაცილებით მაღალ ნიშნულზე ავა, ვიდრე ეს აქამდე იყო,
„მჯერა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრობისა და ძმობის გაფრთხილებას და რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნება, ვიდრე დღეს არის“, - წერს ვუჩიჩი.