CNN: კალიფორნიაში ბომბდამშენმა B-52-მა კატასტროფა განიცადა
ლოს-ანჯელესის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ედვარდსის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან აფრენიდან მალევე, ბომბდამშენმა B-52-მა კატასტროფა განიცადა. ბაზის წარმომადგენელთა განცხადებით, ვარაუდობენ, რომ ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ბომბდამშენი B-52 Stratofortress-ი გეგმურ საგამოცდო ფრენას ასრულებდა და ის სამხედრო ბაზიდან ადგილობრივი დროით 11:20 საათზე აფრინდა. პირველადი ნიშნები მიუთითებს, რომ კატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩებოდა.
ბაზის ადმინისტრაციის განცხადებით, კატასტროფის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მყისიერად გამოცხადდნენ.