ჩარლი ვეიმერსი: ევროკავშირი შვედეთის სასამართლოს არ უნდა აკონტროლებდეს
შვედი ევროპარლამენტარის განცხადებით, ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების სასამართლოებს არ უნდა აკონტროლებდეს. ჩარლი ვეიმერსის განცხადებით, შვედეთს საკუთარ ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული პრობლემების მართვა, თავად უნდა შეეძლოს. ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ ევროკავშირი საკუთარ ძალაუფლებას მართლმსაჯულების სასამართლოს გზით ზრდის.
ვეიმერსმა ევროპარლამენტს წარუდგინა ინიციატივა, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს არ ჰქონდეს წევრი სახელმწიფოების ძალაუფლების ბრიუსელისთვის გადაცემის შესაძლებლობა. ევროპარლამენტარის თქმით, გარე ორგანიზაციები წევრი სახელმწიფოების ეროვნულ უფლებამოსილებაში არ უნდა ერეოდნენ, მათ შორის არც სასამართლოების სტრუქტურის, ფუნქციონირებისა თუ მოსამართლეთა დანიშვნის წესის საკითხებში.