თამარ ტალიაშვილი – ვაშინგტონში მინისტერიალის მიზანია ტრანსნაციონალური პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებას, საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე მნიშვნელოვანია
ვაშინგტონში მინისტერიალის მიზანია ტრანსნაციონალური პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებას, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე მნიშვნელოვანია.
„საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს მინისტერიალზე, რომლის ინიციატორი და მასპინძელია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. აღნიშნული მინისტერიალი მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებას.
დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ მინისტერიალი ფოკუსირებული იქნება დისკუსიაზე, რომელიც დაეთმობა ამ მომძლავრებული საერთაშორისო გამოწვევის, ერთი მხრივ, შეფასებას, ხოლო, მეორე მხრივ, აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას“, – განაცხადა ტალიაშვილმა.