კობა კობალაძემ და გურულმა ვეტერანმა მეფუტკრეებმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს დაბა ანასეულში თაფლის დაწურვის ღონისძიებაზე უმასპინძლეს

კობა კობალაძემ და გურულმა ვეტერანმა მეფუტკრეებმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს დაბა ანასეულში თაფლის დაწურვის ღონისძიებაზე უმასპინძლეს

კობა კობალაძემ და გურულმა ვეტერანმა მეფუტკრეებმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს დაბა ანასეულში თაფლის დაწურვის ღონისძიებაზე უმასპინძლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში, აკადემიკოს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს - სალიჰ ოზერს უმასპინძლა, სადაც "გურიის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერან ფერმერთა კავშირის" წევრების მიერ, წლევანდელი თაფლის მოსავლის აღება-დაწურვის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე,ჯანდრი უბირია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში, ლაშა ჭელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, პაატა კუნჭულია, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია, ვეტერანების საქმეთა სახელწმიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და გურიის სამმართველოს წარმომადგენლები.

კობა კობალაძე, სტუმრებს, ვრცლად ესაუბრა აგრარულ, სამედიცინო და ვეტერანთა გადამზადების წარმატებული პროექტების შესახებ, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს შორის მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მან მადლიერება გამოხატა TIKA-ს თბილისის ოფისის ყველა ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ, რომელთა უშუალო ჩართულობითაც, საქართველოს ვეტერანებისთვის განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა; სამსახურის ხელმძღვანელმა, სალიჰ ოზერს წარმატებები უსურვა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მადლობა გადაუხადეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული პროექტებისთვის.

თავის მხრივ, სალიჰ ოზერმა, კობა კობალაძეს, გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო კვლავც გააგრძელებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას და საქართველოს ვეტერანების მხარდაჭერას.

სალიჰ ოზერმა, ასევე, განაცხადა, რომ TIKA ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამომავლოდ, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმუშავებს.

ინფორმაციისთვის, "გურიის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერან ფერმერთა კავშირი" 2022 წელს, გურიაში მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების ინიციატივითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით დაარსდა. იგი 155 ომის ვეტერანს აერთიანებს. მეფუტკრეობის დარგში დასაქმებული გურული ვეტერანების ხელშეწყობის პროექტი, TIKA-ს მხარდაჭერით, 2022 წელს, კავშირის წევრთათვის სკების, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარისა და მეფუტკრეთათვის სპეცტანსაცმლის გადაცემით დაიწყო. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, თურქული მხარის თანადგომით, რამდენიმე პროექტი უკვე განხორციელდა. მათ შორისაა დღევანდელი წარმატებული პროექტიც, რომლის მიმდინარეობასაც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, თურქეთის მხარეც უწევს კოორდინაციასა და მონიტორინგს.

შეგახსენებთ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო -TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, თითქმის, სამი ათეული წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.