მიხაილო ფედოროვი – ადამიანები თავისუფლებისთვის იღუპებიან, ხოლო ჩვენ აქ, ბანკოვასა და გრუშევსკის ქუჩებზე ვერ ვბედავთ ვთქვათ ის, რაც რეალურად მიგვაჩნია
გულწრფელად უნდა ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე, სამხედრო დანაყოფების მდგომარეობაზე, შეტევით ოპერაციებზე, გადაყვანის შესაძლებლობების არარსებობაზე და დაფინანსების განაწილებაზე, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ სინდისის კარნახით უნდა იმოქმედოს.
„მჯერა, რომ ყველამ საკუთარი სინდისის კარნახით უნდა იმოქმედოს, როგორც მე ვცდილობდი, მოვქცეულიყავი. გულწრფელად უნდა ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე: სამხედრო დანაყოფების მდგომარეობაზე, შეტევით ოპერაციებზე, გადაყვანის შესაძლებლობების არარსებობაზე და დაფინანსების განაწილებაზე. უნდა ითქვას, ვინ არის ეფექტიანი და ვინ არა. უნდა ვილაპარაკოთ გულწრფელად და მხოლოდ საქმის არსიდან გამომდინარე. ადამიანები თავისუფლებისთვის იღუპებიან, ხოლო ჩვენ აქ, ბანკოვასა და გრუშევსკის ქუჩებზე, ვერ ვბედავთ ვთქვათ ის, რაც რეალურად მიგვაჩნია.
ცნობისთვის, მიხაილო ფედოროვმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი მედიის წარმომადგენლებთან გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. როგორც ფედოროვმა განაცხადა, შეეჯახა სიტუაციას, როდესაც სირსკიმ მისი ინიციატივების დაბლოკვა დაიწყო.
„სირსკი, იმ ყველა პრობლემის გათვალისწინებით, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მზად არ არის, პირისპირ ისაუბროს პრობლემების შესახებ. სირსკი მზად არის, პირადად დაესწროს შეხვედრებს, მოაწყოს ინტრიგები, იფიქროს, რომ ვიღაცამ მედიაში კამპანია შეუკვეთა, ნაცვლად იმისა, პრობლემა მიმდინარე ქმედებებში დაინახოს“, – განაცხადა ფედოროვმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიხაილო ფედოროვისა და ალექსანდრ სირსკის კონფლიქტი სისტემური ხასიათისაა და არ არის განპირობებული მხოლოდ პიროვნული შეუთავსებლობით.
უკრაინის მთავრობაში ცვლილებები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას, უკრაინის მთავრობაც გადადგა. უმაღლესმა რადამ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა.