მამუკა მდინარაძე: ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან

მამუკა მდინარაძე: ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან

ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მასპინძლების მხრიდან.

„ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ხაზს ვუსვამ სიტყვებს - შესაძლო ნორმალიზაციის გზაზე, ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მასპინძლების მხრიდან. მეორე - დიახ, საქართველოს აქვს ძალიან მწვავე და მწარე გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რასაც ამბობენ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის თანამშრომლები, წარმომადგენლები, ხელმძღვანელები, განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, საქართველომ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ გამოცადა ის, რასაც დღეს, შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საუბრობენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები. ეს მწარე გამოცდილება, ის ცუდი გამოცდილება ჩვენ გვეხმარება სწორი ანალიზის გაკეთებაში და რაც მთავარია, ქართველ ხალხს ეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.