არჩილ გორდულაძე: საქართველო პოლიტიკური ტერორიზმის განსაკუთრებული ობიექტია - ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს და ეს ვერ დასრულდება, თუ სახელმწიფოები არ გაერთიანდებიან

არჩილ გორდულაძე: საქართველო პოლიტიკური ტერორიზმის განსაკუთრებული ობიექტია - ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს და ეს ვერ დასრულდება, თუ სახელმწიფოები არ გაერთიანდებიან

საქართველო პოლიტიკური ტერორიზმის განსაკუთრებული ობიექტია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალს, რომელზეც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა.

გორდულაძის თქმით, ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს.

„საქართველო პოლიტიკური ტერორიზმის განსაკუთრებული ობიექტია, ამავდროულად თავდასხმისა, გარედან დაფინანსებით და გარედან წაქეზებით დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობებისა - 4 წლის განმავლობაში 5 რევოლუციის მოწყობის მცდელობის გზით. ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს და ეს ვერ დასრულდება, თუ სახელმწიფოები არ გაერთიანდებიან”, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.