სგპ ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, წინასწარ მოწყობილ სამალავებში განთავსებული 180 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ორივე კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და თითოეული 1000 - 1000 ლარით დაჯარიმდა.