დონალდ ტრამპი – კანადის პრემიერს ვუთხარი, რომ უნდა შეაჩეროს ხანძრები, რომლებიც ჩვენს ჰაერს წამლავს, ჩვენ შეგვიძლია დახმარება, მაგრამ მათ ზიანი უნდა აგვინაზღაურონ, ან შესაძლოა, ტარიფები დავაწესოთ

დონალდ ტრამპი – კანადის პრემიერს ვუთხარი, რომ უნდა შეაჩეროს ხანძრები, რომლებიც ჩვენს ჰაერს წამლავს, ჩვენ შეგვიძლია დახმარება, მაგრამ მათ ზიანი უნდა აგვინაზღაურონ, ან შესაძლოა, ტარიფები დავაწესოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის ტყის ხანძრებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე კანადის პრემიერ-მინისტრ, მარკ კარნისთან დიალოგი ჰქონდა.

ტრამპის თქმით, ხანძრებიდან გავრცელებული კვამლი აშშ-ის ჰაერს აბინძურებს.

„მას ვუთხარი, რომ უნდა შეაჩეროს ეს ხანძრები, რომლებიც ჩვენს ჰაერს წამლავს. კარგი ურთიერთობა მაქვს მარკ კარნისთან, მაგრამ უნდა შევაჩეროთ ეს ხანძრები. ჩვენ შეგვიძლია დახმარება, მაგრამ მათ ზიანი უნდა აგვინაზღაურონ, ან შესაძლოა, ტარიფები დავაწესოთ“, – განმარტავს აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-ის ლიდერის განცხადებით, კვამლმა განსაკუთრებით დააზარალა მიჩიგანის შტატი, კერძოდ, დეტროიტის რეგიონი. მისივე თქმით, მოუწიათ ავტომობილების ქარხნებისა და სხვა საწარმოების დახურვა.