ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენების დროს მუსიკალური შოუ გაიმართა

ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენების დროს მუსიკალური შოუ გაიმართა

პოპ-ვარსკვლავები მადონა, BTS-ი, შაკირა და ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ტაიმებს შორის გამართულ შოუზე ათასობით მაყურებლის წინაშე წარდგნენ. მადონა, რომელმაც თავისი ჰიტი Music შეასრულა, არენის ქვეშ არსებული გვირაბებიდან გამოჩნდა, მასთან ერთად კი სცენაზე ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდები - რონალდო და რონალდინიო იყვნენ.

კოლუმბიელი პოპ-ვარსკვლავი შაკირა და ნიგერიელი მუსიკოსი Burna Boy სცენაზე კვლავ გაერთიანდნენ მას შემდეგ, რაც გასულ თვეში, მეხიკოში, ტურნირის გახსნის ცერემონიაზე ერთად გამოვიდნენ.

BTS-მა თავისი ცნობილი კომპოზიცია Dynamite შეასრულეს, ჯასტინ ბიბერმა კი Everything Hallelujah. კანადელი ვარსკვლავი სერიალ „ტედ ლასოს“ ვარსკვლავებმა - ჯეისონ სუდეიკისმა და ბრენდონ ჰანტმა წარადგინეს.