აჭარის რეგიონი დამეგობრებულ ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას მასპინძლობს

აჭარის რეგიონი დამეგობრებულ ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას მასპინძლობს

აჭარის რეგიონი დამეგობრებულ ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას მასპინძლობს.

პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან და ქალაქ ბათუმის მერთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, რეგიონებს შორის არსებული პარტნიორობის პრაქტიკული ნაწილი და ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა დონზე ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებასა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.