დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და ანგარიშგების შედეგები წარადგინეს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და ანგარიშგების შედეგები წარადგინეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის განახლებული 10-წლიანი გეგმა და მენეჯმენტის გეგმებისა და წლიური სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშგების ინსტრუმენტის გამოყენების შედეგები განიხილეს.
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სტანდარტიზებული სისტემა უკვე ხუთი წელია უზრუნველყოფს დაცულ ტერიტორიებზე მონაცემების სისტემურ შეგროვებასა და ანალიზს. ხუთწლიანი გამოცდილების საფუძველზე განახლდა 2020-2029 წლების 10-წლიანი გეგმა, გადაიხედა პრიორიტეტული ინდიკატორები, გაფართოვდა მოქმედების არეალი და დაემატა ახალი დაცული ტერიტორიები.
მონიტორინგის გეგმის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგი 11 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც შერჩეულ საკვანძო ინდიკატორებზე, მათ შორის იშვიათ და მოწყვლად სახეობებზე, ხორციელდება სისტემური დაკვირვება. განახლებული მიდგომა ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის უკეთ შეფასებასა და კონსერვაციული გადაწყვეტილებების ეფექტიან დაგეგმვას.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო მენეჯმენტის გეგმებისა და წლიური სამოქმედო გეგმების შესრულების შუალედური შეფასებები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში რეინჯერების როლს, არსებულ გამოწვევებსა და SMART-ისა და SMART Survey-ის, როგორც თანამედროვე მონიტორინგის ინსტრუმენტების, მნიშვნელობას.
აღნიშნული სისტემებისა დანერგვა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით ხორციელდება.