ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 3 042 301 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა - 251 356 ლარის ოდენობით შეეფარდათ.