საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, კახეთში 4 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით უკრაინელი მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკი ხორციელდება
საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, კახეთში 4 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით უკრაინელი მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკი ხორციელდება.
ბანაკი უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებსა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მასპინძლობს.
ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქაჯაიამ, პირველ მოადგილე თორნიკე შუბითიძესთან ერთად, 2026 წლის ბანაკის მეორე ნაკადის უკრაინელ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.
უკრაინელი მოსწავლეები 10 დღის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში.
საზაფხულო ბანაკმა კახეთში მეორე ნაკადად უკრაინის ქალაქ სუმიდან ჩამოსული ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილები მიიღო.
21 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, საზაფხულო ბანაკმა უკრაინელი მოზარდების პირველ ნაკადს უმასპინძლა. ბანაკში უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსული მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
უკრაინელი მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკის ორგანიზება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.