აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უკრაინისთვის ხუთი დამატებითი მოთხოვნა გაკეთდა და სენატის თითქმის ყველა წევრი ამას გადაუდებელ პრიორიტეტად მიიჩნევდა.

თავის მხრივ, სენატორმა კეიტი ბრიტმა მიმართა მდივანს და აღნიშნა: „განა არ იტყოდით, რომ ჩვენი სამხედრო მამაკაცებისა და ქალებისთვის ახლავე იმის ქონა, რაც სჭირდებათ, გადაუდებელია?“

„ზოგჯერ გვავიწყდება უახლესი ისტორია, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უკრაინისთვის ხუთი დამატებითი მოთხოვნა არსებობდა, რომელთა სწრაფად გასაგზავნად ამ ორგანოს თითქმის ყველა წევრმა ორპარტიული ფორმატით მისცა ხმა - იმ საკითხისთვის, რომელიც ამ კომიტეტმა და ადმინისტრაციამ გადაუდებლად მიიჩნია. პრეზიდენტ ტრამპს შესაძლოა განსხვავებული ხედვა ჰქონდეს, მაგრამ ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ხედვა იყო. მე ვიტყოდი, რომ ამერიკელი მამაკაცებისა და ქალების უზრუნველყოფა, უკრაინელ მამაკაცებთან და ქალებთან შედარებით, უფრო მაღალი პრიორიტეტია“, - დასძინა ჰეგსეტმა.