„ოქროს ტბაზე“ საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირი გაიმართა
ფოთში, მალთაყვის „ოქროს ტბაზე“ საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირი გაიმართა. ორი დღის განმავლობაში სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეული სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ.
ტურნირის ბოლოს ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 24-26 ივლისს წყალსათხილამურო სპორტში ფოთი უკვე ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს.