თავდაცვის მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ინდოეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.