აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 41 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთი ქუჩიდან, ნივთმტკიცებად, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 41 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.