სპორტის მინისტრი წყალბურთის „მსოფლიოს თასზე“ საქართველოსა და იტალიას შორის გამართულ მატჩს დაესწრო

სპორტის მინისტრი წყალბურთის „მსოფლიოს თასზე“ საქართველოსა და იტალიას შორის გამართულ მატჩს დაესწრო

სპორტის მინისტრი წყალბურთის „მსოფლიოს თასზე“ საქართველოსა და იტალიას შორის გამართულ მატჩს დაესწრო

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში წყალბურთის „მსოფლიოს თასის“ ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა იტალიელების სასარგებლოდ - ანგარიშით 18:12 დასრულდა.

მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მოადგილესთან, ირაკლი დოლაბერიძესთან, და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი აბდუშელიშვილთან ერთად ესწრებოდა.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „მსოფლიოს თასის“ ფინალში ასპარეზობის უფლება „მსოფლიოს თასის“ 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის დამარცხების შემდეგ ისტორიაში პირველად მოიპოვა. „მსოფლიოს თასის“ ფინალური ეტაპი 22 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით იმართება.

„მსოფლიოს თასზე“ საქართველოსთან ერთად ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, ხორვატია, მონტენეგრო და ავსტრალია მონაწილეობენ.